აქტუალური
დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაიკეტა

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. დეფაქტო ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გადაწყვეტილება დეფაქტო ხელისუფლებამ 1 იანვარს მიიღო, მოძრაობის აღდგენის შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზაზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე თავისუფალია.