უცხოეთი
ირანში, გასულ ღამეს საპროტესტო აქციებზე ათამდე ადამიანი დაიღუპა

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ირანში, გასულ ღამეს აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, ექვსი მეამბოხე იმ დროს მოკლეს, როდესაც პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან იარაღის მოპარვას ცდილობდა.
საპროტესტო აქციები ირანში ფასების ზრდისა და კორუფციის წინააღმდეგ გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
BBC-ის ცნობით, დემონსტრაციების დროს ასობით ადამიანი დააკავეს.

1tv.ge