უცხოეთი
აზერბაიჯანული მედია - აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში გარდაცვლილები იპოვეს

      საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი CO-თი მოწამვლა გახდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მუხთარლის ნათესავების ცხედრები ზაქათალაში, საკუთარ სახლში დღეს აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც გადარჩა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება.

1tv.ge