საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით 6 თეთრით იზრდება და შეადგენს 0.329 ლარს, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის - ერთ სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება და შეადგენს 3.89 ლარს.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი), ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი დაახლოებით ორი თეთრით მცირდება და შეადგენს 4, 4 ლარს 1 კუბურ მეტრზე.
ახალი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
„რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი გაუძვირდა.
უფრო კონკრეტულად კი, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება, მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის კი დაახლოებით 8 თეთრით იზრდება.
რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე დაახლოებით 43 თეთრით იზრდება.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ3-ზე 0.405 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 2.281 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3-ზე 3.644 ლარი.
დადგენილი ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია „მცხეთის წყალის“ გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით 12 თეთრით გაუძვირდათ, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს - დაახლოებით 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით 35 თეთრით.
კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 0.204-დან 0.329 ლარამდე (სხვაობა 0.125), გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით – 2.402 ლარიდან 3.888 ლარამდე გაიზარდა (სხვაობა 1.486), ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის – 3.201 ლარიდან 3.548 ლარამდე (სხვაობა 0.347 ლარი).
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.