სამართალი
პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულები თბილისის ციხეში გაამწესეს, დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს კი თბილისში კლინიკაში გადაიყვანენ

      საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, მოსამართლემ რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგიშვილსა და ბადურ ჩოფანაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ცოტა ხნით ადრე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილსაც.
26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პაციენტის ტრანსპორტირება შესაძლებელია და ინტენსიური დაკვირვებისა და ყველა სერვისის მისაღებად თბილისში ნეიროქირურგიის კუთხით მეტი შესაძლებლობაა.
პაციენტს ექიმები ტრანსპორტირებისთვის უკვე ამზადებენ.