აქტუალური
ექსპერტები ვადაგადაცილებული სესხების მატებას პროგნოზირებენ

banki-kreditiბანკების ასოციაციის ინფორმაციით, 2010 წლის დეკემბრის ბოლოს 174 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევა აღინუსხა. ამავე წლის იანვარში ეს ციფრი 203 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ კლების დინამიკა განვითარდა. ამის მიუხედავად, საბანკო სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ “კრედიტ-ინფოს” ჩანაწერებში “შავი სიის” მორიგი ზრდა დაფიქსირდეს. ამის მიზეზად ისინი მძიმე სოციალურ ვითარებას ასახელებენ: ,,ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდება, გამორიცხული არ არის, საქართველო შიმშილის ზღვარზეც კი აღმოჩნდეს. ამავე დროს მკაცრდება საგადასახადო ადმინისტრირება, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება და შესაბამისად გაიზრდება გადახდისუუნარო მოსახლეობა,”– განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ზვიად კანდელაკმა.