პოლიტიკა
საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობა კვლავ ჩიხშია - სპეცწარმომადგენელი აბაშიძე

      საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და რუსეთის შორის პოლიტიკური ურთიერთობა კვლავ ჩიხშია, – ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ვაჭრობის აღდგენისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აქტივიზაციისთვის. იზრდება საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვიმილიონზე მეტი რუსი ჩამოვიდა ქვეყანაში 2017 წელს. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდებათ. ახალი წლის წინ ყოველთვის არის სურვილი, იყო ოპტიმისტი, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობას, სამწუხაროდ, კვლავ ჩიხშია. მომავალში ვისურვებდით გასასვლელი გზების მოძებნას ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც ჩვენი ურთიერთობები აღმოჩნდა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.