საზოგადოება
„საქინფორმი“ დამდეგ 2018 წელს გილოცავთ!

      ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ დამდეგ ახალ წელს ულოცავს თავის მკითხველებს, რომელ ქვეყანაშიც უნდა იყონ ისინი, აგრეთვე, მთელ საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს!
გასული წელი ჩვენი უმრავლესობისთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ბევრისთვის მსოფლიოში ის ტრაგიკული აღმოჩნდა -  მრავალ ქვეყანას არა მატერიალური გაჭირვება და სოციალური პრობლემები, ავადმყოფობები და უმუშევრობა, არამედ ომები და სტიქიური უბედურებები დაატყდა თავს...
მაგრამ რაკი დღეს ცოცხლები ვართ და ამ სტრიქონებს ვკითხულობთ, ესე იგი, არსებობს იმედი, რომ ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება! ახალი წლის ღამეს ვუსურვოთ ერთმანეთს სასწაული, რომელიც ჩვენს სახლში შემოვა და ბედნიერებას მოიტანს! ვუსურვოთ სიყვარული და თანხმობა, სნეულებს - განკურნება, ხოლო „საქინფორმი“ ბოროტებას მომავალშიც შეებრძოლება! როგორც პატრიარქმა ილია მეორემ ამასწინათ ქადაგებაში ბრძანა, „საქართველომ ბევრი განსაცდელი გადაიტანა, გამორიცხული არ არის, რომ კიდევ ერთი გველოდება, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება და სიხარული დაისადგურებს!“.
გილოცავთ ახალ წელს!

მკითხველთა საყურადღებოდ! საქინფორმი მუშაობას 2018 წლის 3 იანვარს, ოთხშაბათს გააგრძელებს.