საზოგადოება
ელექტროენერგია საქართველოს რეგიონებშიც გაძვირდა - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ახალი ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შევა

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ენერგო-პრო ჯორჯიასტარიფების გაზრდას სემეკ-მა მხარი დაუჭირა. მომატებული გადასახადი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. სემეკ-ის დადგენილების პროექტით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის ტარიფი 1.28 თეთრით იზრდება.
ენერგო-პრო ჯორჯიასტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ- ჩათვლით):
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.95404 თეთრი
ახალი ტარიფი 14.2367 თეთრი
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.93064 თეთრი
ახალი ტარიფი 18.213 თეთრი
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.45004 თეთრი
ახალი ტარიფი 22.7331 თეთრი
როგორც საქინფორმი იუწყება, ელექტროენერგია თბილისშიც გაძვირდა, „თელასის“ აბონენტებისთვის, ხოლო დღეს კომისიაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისაბონენტებისთვის წყლის ტარიფებს დაადგენს.