საზოგადოება
საქართველოს დედაქალაქში ელექტროენერგია გაძვირდა - „თელასის“ ახალი ტარიფები ძალაში 1 იანვრიდან შევა

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 2020 წლის ბოლომდე იქნება. სემეკ-ის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. ტარიფი 1.5635 თეთრით იზრდება.
თელასისამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის:
პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით)
მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი
ახალი ტარიფი 14.5435 თეთრი
მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ)
მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი
ახალი ტარიფი 18.5555 თეთრი
მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი)
მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი
ახალი ტარიფი 23.0395 თეთრი
ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც 1.56 თეთრით იზრდება.