აქტუალური
„ნუ ჰგონიათ მთავრობას, ხელისუფლებას, რომ ეს შერჩებათ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. პანკისის ხეობაში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მიმართა. მაჩალიკაშვილი ამ დრომდე თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. სოფელ დუისის მცხოვრებს სამართალდამცველებმა დაკავების დროს ესროლეს, მას თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვს.
მე მითხრეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწია და იმიტომ ვესროლეთო. ოღონდ შუბლში გამავალი ტყვია პირდაპირ იმსტენკაზეარის გასული. საერთოდ, ეს ბავშვი არ არის ლოგინიდან წამომდგარი. ეგრევე ესროლეს, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტს ბოლომდე გამოიძიებს.
ნუ გონიათ საქათველოში მაცხოვრებელ, ხალხს არ ვგულისხმობ, ზემდგომებს, მთავრობას, ხელისუფლებას, ეს თუ შერჩებათ, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.