უცხოეთი
რუსეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი აშშ-ს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი აშშ-ს ტერორისტების მომზადებაში ადანაშაულებს. ვალერი გერასიმოვის მტკიცებით, აშშ სირიის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე ტერორისტებს წვრთნის. მისივე ინფორმაციით, ამჟამად იქ 360 მებრძოლი იმყოფება.
„საუბარია სირიის სამხრეთში მდებარე ეტ-ტანფის ბაზაზე, რომელიც განლაგებულია სირიის, იორდანიისა და ერაყის საზღვრის სიახლოვეს. კოსმოსური და სხვა სახის დაზვერვის მონაცემებით, იქ იმყოფებიან ტერორისტების ქვედანაყოფები. ფაქტობრივად ისინი ამ ბაზაზე წვრთნას გადიან“, – განაცხადა გერასიმოვმა.
მისივე თქმით, მებრძოლები ასევე იმყოფებიან შადადის ბანაკშიც, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის განლაგებული, სადაც ასევე მდებარეობს ამერიკული ბაზები. მისი მონაცემებით, იქ 750 მებროძოლი იმყოფება. როგორც რუსეთის გენშტაბის უფროსი ამბობს, ეს მებრძოლები ფაქტობრივად „ისამური სახელმწიფოს წევრები“ არიან, თუმცა გადამზადების შემდეგ ისინი „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრებად გადაიქცევიან.
„მათი მიზანია, სიტუაციის დესტაბილიზაცია. ისინი ამის გაკეთებას ერთხელ უკვე შეეცადნენ, თუმცა არ გამოუვიდათ“,- აცხადებს გერასიმოვი.

1tv.ge