უცხოეთი
ერდოღანი - ბაშარ ასადი ტერორისტია

      საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან თანამშრომლობა შეუძლებელია. ეს განცხადება ერდოღანმა ტუნისში ვიზიტის დროს გააკეთა.
„სირიაში ასადთან თანამშრომლობა შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელია იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელმაც თითქმის მილიონი ადამიანი მოკლა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა ასადს ტერორისტი უწოდა.

1tv.ge