პოლიტიკა
კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში - სერჟ სარგსიანი

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ერთი აზრის ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ ყველა მოლაპარაკების დროს ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს და ვფიქრობ, როგორც სომხური, ასევე ქართული მხრიდან ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრე“, – განაცხადა სარგსიანმა.