პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებისა და რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ ილაპარაკა

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო როგორც საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებს, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი ინტეგრაციით ხორციელდება.
გიორგი მარგველაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სერჟ სარგსიანს რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ნოემბერში სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნით გადადგა. ასევე გაკეთდა განცხადება ახალგორის რაიონში .. საბაჟო პოსტის გახსნის შესახებ.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიაფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საერთაშორისო თანამეგობრობისათვის მიუწვდომელია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მათ შორის განათლების მიღების უფლება.
პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვექტორის სახელმწიფოების თანამშრომლობისათვის, რომლითაც სარგებელის მიღება შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია განვითარებითა და ჯანსაღი კონკურენციით ჩვენს რეგიონში.