პოლიტიკა
საქართველოს შეუძლია, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის გამოიყენოს - სერჟ სარგსიანი

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის უფრო აქტიური გამოყენება შესთავაზა. მე ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობათავისუფალი სავაჭრო ზონების არსებობა და საკუთარი პროდუქცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე გაყიდოს. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც სომხეთში იქნება დარეგისტრირებული, ამ მხრივ შეძლებს სასარგებლო მოღვაწეობას.
განსაკუთრებით მინდა შევეხო საქართველოს საზღვართან შექმნილ თავისუფალ სავაჭრო ზონას, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება სხვა გადახდისუნარიან ბაზრებზე, მაგალითად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაყიდოს.
დღეს შევეხეთ ჩვენს გაფართოებულ სავაჭრო-ეკონომიკურ დღის წესრიგს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი გავუსვით მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ქვეყნების ტრანზიტული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება“, - დაეთანხმა სარგსიანს პრეზიდენტი მარგველაშვილი.