საზოგადოება
გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შაითანზე, ისინი ჩეჩნეთში ტერაქტების მოსაწყობად გამოგზავნეს, მათ საქართველომდე მიაღწიეს - რამზან კადიროვი

      საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ რეგიონის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ტერორისტებზე, რომლებიც რესპუბლიკაზე შეტევის მისატანად გამოგზავნეს. რამზან კადიროვის თქმით, ბოევიკებმა უკვე საქართველომდე მიაღწიეს.
„ჩვენ ხომ მოსმენილი გვაქვს ამ შაითნების ლოზუნგები, რას ამბობენ ისინი: „ჩვენ მოვალთ რუსეთში და გიჩვენებთ, ჩვენ ავაფეთქებთ, გავანადგურებთ“. ახლა ვიცით, გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შაითანზე, ისინი ჩეჩნეთში ტერაქტების მოსაწყობად გამოგზავნეს, მათ საქართველომდე მიაღწიეს“, - განაცხადა კადიროვმა НТВ-ს ეთერში.
ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკაში ბოევიკებს ელოდებიან, რათა მაშინვე აიყვანონ და გაანადგურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნამდვილად ჩაიდენენ ტერორისტულ აქტს. „ამიტომ ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, სად არიან ისინი და რას აკეთებენ“, - დასძინა რესპუბლიკის მეთაურმა.