რელიგია
მსოფლიო პატრიარქი ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს ყოვლადუსამღვდელოესი ბართლომეოსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს

      საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქის მილოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.
„უნეტარესო და უწმინდესო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტო. ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო. თქვენს პატივცემულ უნეტარესობას უფალში ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმებით. ფრიად საყვარელო თქვენო უნეტარესობავ დიდი სიხარულით მოგმართავთ და ჩვენ მიერ დაწერილი საპატრიარქო წერილით მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე, გულითადად მოგილოცავთ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეტმპყრობლად თქვენი არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს. დღემდე ბრწყინვალედ მსხმოიარეს სიბრძნით, რწმენით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით სავსე მსახურებით, რომელიც თქვენს უწმინდეს ეკლესიასა და თქვენდამი რწმუნებულ ღვთის ბრძენ ერს სიყვარულით მიუძღვენით. ასევე ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და სიკეთით სავსე. ამ განწყობით და წმინდა ამბორით სავსე გეხვევით თქვენო უნეტარესობავ და ქრისტესმიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვრჩებით”, – აღნიშნულია მილოცვაში.