პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

      საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომელთა მიხედვით სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე შემცირდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურთდა; გარემოს დაცვის სამინისტროს – სოფლის მეურნეობის სამინისტრო; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი დაემატა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
    პრემიერ-მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი
    საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე
    შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია
    ეკონომიკის მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი
    ფინანსთა მინისტრი – მამუკა ბახტაძე
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი
    კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე
    განათლების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი
    იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი
    თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია
    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე
    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახი კახიშვილი
    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი
    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო
    ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი.
მთავრობის შემადგენლობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში გუშინ დაიწყო.