სამართალი
დღეს, 3 თებერვალს ,პარტია "საქართველოს გზის" ოფისში "ახალგაზრდობის სამართლიანი არჩევნებისთვის" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება.
მათ ესტუმრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლები, რომლებთან ერთად განიხილავენ საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს."ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის" "ახალგაზრდული ფორუმისა" და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი, ორ კვირაზე მეტია, რაც მიმდინარეობს და მასში 13 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციაა ჩართული.