პოლიტიკა
ისრაელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს აღარ დაუჭერს და არ ჩაერევა, თუკი რუსეთი მის გადაყლაპვას მოინდომებს! - შმულევიჩი

      საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. „საქართველოს მთავრობის რეაქცია მოწოდებაზე, მხარი დაეჭირა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისთვის იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ, ძალიან ნიშანდობლივია, რადგან საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობასთან დაკავშირებით ზოგიერთ ილუზიას ამსხვრევს“, - მიაჩნია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის (ისრაელი) პრეზიდენტს, პოლიტიკურ ანალიტიკოს აბრაამ შმულევიჩს.
"საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი რეაგირება მოახდინა ამ ქვეყნის პარლამენტის დეპუტატის შოთა შალელაშვილის მოწოდებაზე, რომ აშშ-ის კვალდაკვალ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო. ჩვენს ქვეყნებს არავითარი ურთიერთვალდებულება არ გააჩნია. თუ საქართველოს სურს, მხოლოდ პრაგმატული თვალსაზრისით იმოქმედოს ებრაელი ხალხისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე და ელოდოს თავის "პარტნიორების", ებრაელი ხალხის მოსისხლე მტრების - რეჯეფ ერდოღანის და ირანის ნაბიჯებს, ისრაელი მითუმეტეს უნდა ხელმძღვანელობდეს პრაგმატული მოსაზრებებით საქართველოს მიმართ. ისრაელის მხრიდან საქართველოს ვერავითარ უპირობო მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ადგილი ვეღარ ექნება“, - დაწერა ანალიტიკოსმა თავის ფეისბუქგვერდზე.
გარდა ამისა, შმულევიჩის თქმით, თუკი რუსეთი „ბოლოს და ბოლოს, მაინც გადაწყვეტს საქართველოს ჩაყლაპვას ან დანაწევრებას“, ეს ისრაელის პრობლემა აღარ იქნება. „საქართველოსადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, იერუსალიმის საკითხში ტრამპის წონაც კი უმნიშვნელოა, მითუმეტეს, არაფერს ნიშნავს ხმა მტკვრის ნაპირებიდან.
იერუსალიმი უზენაესის ნებით და დავით წინასწარმეტყველის ძალისხმევით სამი ათასი წლის წინ გახდა ისრაელის დედაქალაქი. თუ ქართველებამდე ეს ფაქტი ჯერ არ სულა და ბედუინების ბანაკში ურჩევნიათ დარჩენა, მათი ნებაა... ქართველებს ჰქონდათ შანსი, კურთხევა მიეღოთ, მაგრამ არ გამოიყენეს. ეს მათი უფლება. მაგრამ ამიერდან ჩვენი გზები გაიყარა", - დაასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა.