საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონდეთ და მათ ქმედებებზე ნული რეაქცია უნდა იქნეს გამოხატული.
ჟურნალისტებთან საუბარში შს მინისტრი ფრაქციის სხდომაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ჯგუფს ჰგონია, მნიშვნელობა აქვს. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ პროვოკაციებსა და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ საჭიროდ არ ვთვლი, ამაზე რაიმე რეაქცია მოვახდინო. ჩვენი რეაქცია ნული უნდა იყოს, რადგან ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები. ამიტომ ვთვლი, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი და ყველაფერზე ნული რეაქცია უნდა გვქონდეს, რადგან ამაზე დროის ხარჯვა ფუჭია“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
1tv.ge