უცხოეთი
აშშ უკრაინას ლეტალურ იარაღს მიჰყიდის

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. თეთრმა სახლმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, უკრაინის არმია თანამედროვე სნაიპერული შაშხანა „ბარეტის“ პარტიას მიიღებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ შეიარაღების მიწოდებას აქტიურად უჭერენ მხარს დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის მაღალჩინოსნები და კონგრესი.
შეთანხმება უკრაინისთვის 41.5 მილიონი დოლარის ღირებულების შაშხანების მიწოდებას ითვალისწინებს. კომერციული ლიცენზია უკვე გაცემულია.
კონგრესმა სავაჭრო შეთანხმება 2014 წელს მიიღო, თუმცა ობამას ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. უკრაინა აშშ-ისგან უფრო მძიმე ლეტალური იარაღის, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, „ჯაველინების“ მიწოდებასაც ითხოვს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

1tv.ge