პოლიტიკა
ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან თუ გახდება საჭირო, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არავითარ შემთხვევაში რუსეთის დახმარებაზე უარს არ ვიტყვი! - გიორგი კვირიკაშვილი

      საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. მე არ მაქვს არანაირი უფლება, ასეთი უარი ვთქვა პოლიტიკური მიზეზების გამო და მზად ვიყავი, მიგვეღო ეს დახმარება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომაზე ბორჯომის ხანძრის დროს რუსეთისთვის დახმარების თხოვნაზე საუბრისას
მისი თქმით, ხანძრის დაწყების პირველსავე დღეს, შვეიცარიის მეშვეობით, რუსეთის მთავრობას ნოტა გაეგზავნა. შემდეგ საქართველოს სხვა ქვეყნები დაეხმარნენ ვერტმფრენების სახით. როდესაც ცეცხლის კერა გაიზარდა, მან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს ღამით დაურეკა და რუსეთისთვის გაგზავნილი მოთხოვნის დილითვე განახლება სთხოვა.
იქიდან წამოვიდა თანხმობა, მაგრამ ქარის მიმართულებამ და არსებულმა ტექნიკამ დილით მოგვცა საშუალება, რომ ლოკალიზება გაგვეკეთებინა ცეცხლის და ნამდვილად აღარ გახდა საჭირო დიდი თვითმფრინავების შემოყვანა", – განაცხადა კვირიკაშვილმა, - მთელი ამბავი ატყდა ამაზეჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების მიერ ბორკილებდადებულები და ჩვენი ქვეყნის შველა როცა არის საჭირო, არ ვუშველოთ".