საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს 15 რეფორმის გატარებას გეგმავს - მამუკა ბახტაძე

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს 15 რეფორმის გატარებას გეგმავს, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძე გაერთიანებული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
დღეს ჩვენ იმ რეფორმათა პაკეტი წარმოვადგინეთ, რომლის განხორციელებასაც ფინანსთა სამინისტროში ვგეგმავთ. ეს ძირითადად სამ მიმრთულებას ეხებაქართველი მეწარმეების მხარდამჭერი რეფორმების გატარების პაკეტი, ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე ორიენტირებული იქნება და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვა. სამივე მიმართულებაში ხუთ-ხუთი რეფორმაა, მთლიანობაში ჩვენ 15 რეფორმაზე ვისაუბრეთ. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა დღგ- დაბრუნებაზე. ეს ჩვენი მეწარმეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. ჩვენი რეფორმის შედეგად 5-7 სამუშაო დღეში, ბიუროკრატიული ჩარევის გარეშე, ქართველ მეწარმეებს დღგ- ზედმეტობით დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ ქართულ ბიზნესს დამატებით 600 მილიონი ლარის მასაზე წვდომას გავუჩენთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული რეფორმების სია ცალკე წარმოვადგინეთ. მინდა, განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრის რეფორმები გამოვყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საგადასახადო ცვლილებების ნაწილი პარლამენტში უკვე შემოტანილია, რომლის მიხედვითაც, კაპიტალის ბაზარში მონაწილე როგორც ადგილობრივი, ისე არარეზიდენტი ინვესტორისთვის თითქმის ყველა გადასახადი განულებული იქნება, - განაცხადა ბახტაძემ.