საზოგადოება
ჩვენ გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა რეინტეგრაციისთვის - გიორგი კვირიკაშვილი

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. „ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომლებსაც ვგეგმავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციისა და შერიგების პოლიტიკის კუთხით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში პარლამენტში განსახილველად ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამენტში განსახილველად. ეს ნაბიჯები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი რეინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და ასევე, მას მივცეთ საშუალება, რომ ყველა ის პოზიტივი გამოიყენოს, რაც დღეს საქართველოში იქმნება და მეტად იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.