სამართალი
ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნება

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ  პარლამენტში, დეპუტატების წინაშე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გახარიას თქმით, ცენტრალური აპარატის დონეზე ახალი დეპარტამენტი შეიქმნება და მისი მთავარი მიზანი საგამოძიებო პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.
ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი დროებითი იქნება, სანამ სამინისტროში საგამოძიებო კომპონენტის რეფორმირება სრულად არ დასრულდება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი ტიპის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და სხვა“, – განაცხადა მინისტრმა.