საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ერიკ ჰოეგი დაამტკიცა. დანიელი დიპლომატი 2015 წლის აპრილიდან მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.
ერიკ ჰოეგი ლიტველ კიასტუტის იანკაუსკასს ჩაანაცვლებს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მნიშვნელოვანი ელემენტი კონფლიქტის ზონაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის. 300-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად მისია წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე ვალდებულებას, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურ გარემოს. მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ დავინიშნე მისიის ახალ ხელმძღვანელად. გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავაგრძელო სადამკვირვებლო მისიის მიერ დღემდე გაწეული სამაგალითო მუშაობა“, – განაცხადა ერიკ ჰოეგმა.