სამართალი
პროკურატურამ საქართველოს ეროვნული საგანძურის, ნიკო ფიროსმანის ტილოს "მამალი და კრუხ-წიწილას" საზღვარგარეთ გატანის მცდელობა აღკვეთა.
როგორც თბილისის მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის პროკურატურამ მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უცხოეთში ნიკო ფიროსმანის ტილოს გატანა იგეგმებოდა.საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის პროკურატურასთან აქტიური თანამშრომლობით, შედგა ფერწერული ტილოს გაყიდვის თაობაზე "მოლაპარაკება". შედეგად, ტილოს მფლობელებმა თავდაპირველი ფასი, ანუ ნახევარი მილიონი დოლარი 150.000 დოლარამდე შეამცირეს.
ტილოს მფლობელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ყიდდნენ ფერწერული ტილოს ასლს, ექსპერტებმა კი ნახატის ორიგინალობა დაამტკიცეს. ფიროსმანის შედევრი გადაეცა საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს.