პოლიტიკა
სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიებაში უნდა ვაჩვენოთ, რომ აგვისტოს ომში ჩატარდა ეთნიკური წმენდა ჩვენ წინააღმდეგ - თეა წულუკიანი

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტში, დეპუტატების წინაშე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვენი პრიორიტეტები იყო და იქნება მომავალში ის, რაც აძლიერებს სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე თუ ქვეყნის შიგნით. ეს არის ახალი კანონები, განვითარება ინსტიტუციური დემოკრატიის კანონებით, მშენებლობები, ინფრასტრუქტურული, იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ხალხთან ახლოს, მათ შორის, სოფლად, და სოფლად გაიცეს სერვისები, ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის; ასევე, მრავალი სხვა ის რეფორმა, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის მეორე პლანზე, მაგრამ სინამდვილეში მოქალაქისთვის პირველ პლანზეაიქნება ეს ნოტარიატი, სასამართლო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულება და მრავალი სხვა, თუნდაც, ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამების გაგრძელება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ.
და ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინტერესების დაცვა, მათ შორის, სახელმწიფოთა შორის დავებზე - სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის გამოძიება, რათა ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე ვაჩვენოთ, რომ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ იქნა სხვა დანაშაულები“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.