აქტუალური
ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე წყალს ვინ ასხამს, ამის შესახებ მაიკლ კარპენტერის განცხადებას კარგად გაეცანით! - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. „თქვენი ხელისუფლების შედეგია ის, რასაც დღეს ვწვალობთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან!“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„პირდაპირ გეუბნებით, ლეგიტიმურია თუ არა ის, რომ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 123 სოფელი დაკარგა მცოცავი ოკუპაციის შედეგად. კითხვა მაქვს გიგა ბოკერიასთან. თქვენ ცდილობთ, რომ თქვენი უმძიმესი მემკვიდრეობა წარმოაჩინოთ ჩვენი ხელისუფლების დანაშაულად.
ჩვენი ქვეყნის მტერი და ოკუპანტი რასაც ამბობს, იქ შეიძლება, რაღაც ფრაზის დამთხვევა მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება ამის გამო...
ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრების ხელახალი დაკანონება მოხდა თქვენი ხელისუფლების მიერ. გამომდინარე აქედან, თქვენგან ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური. თქვენი ხელისუფლების შედეგია ის, რასაც დღეს ვწვალობთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან.
ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე წყალს ვინ ასხამს, გაკეთდა მაიკლ კარპენტერის, საქართველოს დიდი მეგობრის, თქვენი მეგობრის მათ შორის განცხადება. კარგად გაეცანით იმ განცხადებას ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის თაობაზე“, – განუცხადა პრემიერმა გიგა ბოკერიას პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას.