უცხოეთი
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სერბეთს ნატო-ში გაწევრიანების გეგმები არ აქვს

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. სერბეთს ნატო-ში გაწევრიანების გეგმები არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განუცხადა.
მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი ნეიტალური სახელმწიფოა და არც ერთ სამხედრო ალიანსში, მათ შორის ნატო-ში გაწევრიანებას არ ცდილობს.
სერბეთის პრეზიდენტი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. დაჩიჩმა რუსეთის ხელმძღვანელობას სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მშვიდობას მხარს დაუჭერს.

1tv.ge