აქტუალური
საფრანგეთში შეძენილი ანტისაჰაერო სისტემა უკვე საქართველოშია - ლევან იზორია

      საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად ანტისაჰაერო სისტემა დაასახელა და აღნიშნა, რომ ფრანგ კოლეგებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
წლის განმავლობაში გახლდით პარიზში, მქონდა შესაძლებლობა, რომ ადგილზე მენახა ქარხნებში თალესსა და ემბიდიესში ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც შევიძინეთ უკვე, ეს ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა გავაგრძელოთ ფრანგ კოლეგებთან ერთად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.