საზოგადოება
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა

       საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ია მაქაცარია მუშაობას სოლიდარობის ფონდში გააგრძელებს.
საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს დაფუძნდა, დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 470 ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ფონდი საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედებასა და ალტერნატიული რესურსების მობილიზაციას ისახავს მიზნად, რომელიც, ძირითადად, 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად მიიმართება.