სამართალი
სასამართლო ირაკლი ზედგენიძის სარჩელს განიხილავს

slotგადაუხდის თუ არა სლოტკლუბი "ვეგასი" 2 700 000 ლარს ირაკლი ზედგენიძეს? თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ზედგენიძის სარჩელს განიხილავს. იგი სლოტ კლუბისგან მოგებულ თანხას ითხოვს.

მოსარჩელე მხარის განცხადებით, დღეს სასამართლო საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს მოუსმენს, რომლებმაც სლოტკლუბში მოგებული თანხა დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინათ ირაკლი ზედგენიძემ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სლოტკლუბში 2 700 000 ლარი მოიგო. თამაში 1 ლარით დაიწყო და სათამაშო აპარატზე ჯეკპოტი მოხსნა. მიუხედავად ამისა, "ვეგასის" ხელმძღვანელობამ თანხის გადახდაზე უარი განუცხადა, რადგან, მათი თქმით, სათამაშო აპარატმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა. სლოტკლუბში ამასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.