პოლიტიკა
საქინფორმი: სააკაშვილის წერილმა პოროშენკოსადმი მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის - ლაჩარი, თაღლითი, არამზადა და შეშლილია!

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ პეტრო პოროშენკოსადმი სააკაშვილის წერილი გაასაჯაროვა.
„ჟურნალისტების მრავალრიცხოვანი მოთხოვნების, აგრეთვე თავად სააკაშვილის კომენტარების გათვალისწინებით, რომლებშიც ის ამ წერილის შინაარსით მანიპულირებს, მიღებულია მისი გამოქვეყნების გადაწყვეტილება“, - დაწერა ცეგოლკომ.
საერთაშორისო სამხედრო დამნაშავის, ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავისა და თაღლითის წერილის ტექსტი ასეთია:
„პატივცემულო პეტრო ალექსის ძევ!
ბატონო პრეზიდენტო,
უკანასკნელი მოვლენების მიუხედავად, არანაირი აგრესიული განზრახვები არ გამაჩნია. თქვენ კარგად მიცნობთ და მშვენივრად გესმით, რომ
ФСБ-ზე მუშაობაში ჩემი დადანაშაულება არა მხოლოდ სრული აბსურდია, არამედ უკრაინის მტერსაც ახარებს.
რა თქმა უნდა, ბევრ პოლიტიკურ შეცდომას ვუშვებდი და ვუშვებ, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა სიტუაციის დეესკალაცია და არ უნდა დავუშვათ დესტაბილიზაცია.
მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე რწმუნებულ წარმომადგენელს და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ.
პატივისცემით, მიშა“
საქინფორმი,
უპირველეს ყოვლისა, მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს სააკაშვილის ხელწერას, რომელიც მხოლოდ მძიმედ ავადმყოფ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანს შეიძლება ეკუთვნოდეს.
„უშიშარი რეფორმატორი“ სააკაშვილი მოედნებზე პოროშენკოს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს, მაგრამ წერილში ლაჩარი და თაღლითი მას პირფერულად პატივისცემით მიმართავს და ჩადენილ შეცდომებს აღიარებს.
ამ არამზადამ ათასობით გულუბრყვილო უკრაინელს უღალატა. ბევრი მათგანი მისი გულისთვის ფიზიკურად დაზარალდა სპეცრაზმთან შეტაკებების დროს, პატიმრობიდან მისი გათავისუფლებისას, და ცივ ზამთარში მიხომაიდანზე თვეობით კარვებში ცხოვრებისგან! 

 


საქინფორმი