პოლიტიკა
საერთაშორისო ტერორისტები ბაზებს და ტაქტიკას იცვლიან - ФСБ-ს დირექტორი იმ საშიშროების შესახებ აფრთხილებს, რომელიც საქართველოსაც ეხება

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ტერორისტებმა ტაქტიკა შეცვალეს. როგორც ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, ტერორისტული ორგანიზაციები ე.წ. ავტონომიურ ჯიჰადზე არიან ორიენტირებული. ტერორისტების სამიზნე, ძირითადად, სამოქალაქო პირები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, ქალაქის და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები ხდებიან“, – ამბობს ბორტნიკოვი.
მისივე თქმით, ჯიჰადისტები ტოვებენ ახლო აღმოსავლეთს და გადაჯგუფებას სხვა რეგიონებში ცდილობენ. ძირითადად, ისინი ავღანეთში არიან წარმოდგენილი, საიდანაც ისლამური სახელმწიფოს წევრებს საშუალება აქვთ, დსთ- წევრ სახელმწიფოებში გადავიდნენ“, – აცხადებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი.
ბორტნიკოვმა, ასევე, ილაპარაკა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ აღკვეთილ რამდენიმე ტერაქტზე, როგორც რუსეთში, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მისივე თქმით, მოხერხდა იმ თავდასხმების ნეიტრალიზება, რომელთა სამიზნე საზღვარგარეთ მდებარე რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები იყო.
როგორც რუსეთის სპეცსამსახურების უფროსი აცხადებს, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ მებრძოლები, რომლებიც სირიას და ერაყს ტოვებენ. ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, რუსეთმა დსთ- წევრ პარტნიორ ქვეყნებს გადასცა საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში ეჭვმიტანილი 300 პირი, მათგან 218 სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს.
პარტნიორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზესასაზღვრო სამსახურებს აქვთ ინფორმაცია 20 ათასზე მეტი პოტენციურად საშიში პირის შესახებ, რომლებიც დსთ- წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები არიან და ისინი ტერორისტულ ან ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი“, – აცხადებს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ტერორისტები დსთ-ს ქვეყნებში გაყალბებული დოკუმენტებით, უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამოყენებით ახერხებენ გადაადგილებას. საერთო ძალისხმევით მოხერხდა სირიაში საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მებრძოლების გაყვანის 11 მარშრუტის გამოვლენა და აღკვეთა“, – ამბობს ბორტნიკოვი.
ეს განცხადება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა მოსკოვში მიმდინარე შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც რუსეთის საგარეო დაზვერვის, დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტის, ასევე გერმანიის, ესტონეთის, იტალიის, სერბეთის და საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ესწრებიან. განხილვის მთავრი თემა ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნებულ მებრძოლებთან გამკლავების გზებია.
საქინფორმი მრავალგზის წერდა ტერორისტების საქართველოში შემოღწევის საფრთხის შესახებ, „რომელიც ისლამური სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს“, წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და განმარტავს - რატომ.
„ტერორიზმის აფხაზეთში, აჭარაში და საქართველოს სამხრეთ რაიონებში შემოღწევის ალბათობა ძალიან მაღალია“, - განაცხადა ინტერვიუში გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ.
საქინფორმი,
აგრეთვე, შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, სადაც, როგორც ბორტნიკოვს მიაჩნია, „ტერორისტული ორგანიზაციები თავიანთ ძალებს მიმართავენ“, ქართული კონტინგენტი 870 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობს და პროვინციებში პატრულირებისა და სამხედრო ბაზების დაცვის სახიფათო ფუნქციებს ასრულებს.