აქტუალური
ირაკლი კობახიძე - მყარი და ცხადი მხარდაჭერისთვის ამერიკელი მეგობრების მადლიერი ვართ

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს შესახებ ჩანაწერი არის მყარი მხარდაჭერის დადასტურება.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ეს გზავნილები არის მყარი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი მეგობრების მყარი და ცხადი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ის მზადაა, რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი.
68-გვერდიანი დოკუმენტის შინაარსი მოქალაქეებს თავად დონალდ ტრამპმა გააცნო.