საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დოკუმენტაციის ქაღალდის ვერსიის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვისთვის დიდ ლილოში თანამედროვე არქივს აშენებს. არქივის მშენებლობა, რომლის საერთო ფართობი 3000 კვ.მეტრია, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.
შენობაში განთავსდება ქვეყნის მასშტაბით სარეგისტრაციო სამსახურებში უძრავ ქონებასა და ბიზნესის რეგისტრაციაზე არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია, ასევე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტაციის ნაწილი.
არქივის მშენებლობა 2011 წლის მარტში დასრულდება.