უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი დსთ-ის ქვეყნებზე ტერორისტების საფრთხის შესახებ საუბრობს

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე ტერორისტებისგან საფრთხე მომდინარეობს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელების საბჭოს სხდომაზე ვლადიმერ პუტინის მისასალმებელი სიტყვა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა წაიკითხა.
„ტერორისტები ცდილობენ ამ რეგიონების დასაყრდენად გამოყენებას ახალი მებრძოლების გადასაბირებლად და გასაწვრთნელად, რომ ისინი სხვა სახელმწიფოებში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით გაიგზავნონ“ – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია სპეციალური სამსახურების ერთობლივი მოქმედება, პარტნიორული კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება.

1tv.ge