უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას იმპერიული ხასიათი აქვს

      საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მოკრძალებულ დადებით მომენტებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამშრომლობის მზადყოფნას რუსეთთან იქ, სადაც ეს აშშ-ის ინტერესშია.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენს მიდგომასთან, რადგან მოსკოვის ინტერესშია ვაშინგტონთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენთვის“ – აღნიშნა, კრემლის პრესსპიკერმა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი არ ეთანხმება ვაშინგტონის პოზიციას მოსკოვისგან მომდინარე საფრთხის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის არ აქვს სურვილი უარი თქვას ერთპოლარულ მსოფლიოზე და სტრატეგიას იმპერიული ხასიათი აქვს.

1tv.ge