საზოგადოება
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ნათია თოდუა The Voice of Germany-ს გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი, ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.
ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.
გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამარჯვების შემდეგ ნათია თოდუამ ფინალური სიმღერა სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.
1tv.ge