რელიგია
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ა.წ. 14 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ბატონი კრისტიან კოკვიკი ესტუმრა. მიღებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია).
ვიზიტის ინიციატორი და ორგანიზატორი ,,კავშირი 21-ე საუკუნე“ იყო (ხელმძღვანელი - პაატა გაჩეჩილაძე). შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.