აქტუალური
რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში კიდევ 11 ფილმი დაბრუნდა

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდშიდაცული ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების პროცესი გრძელდება, იუწყება 1tv.ge.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „თი-ბი-სი ბანკის“, „ჯი-ემ-თი ჯგუფისადა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში გოსფილმოფონდში დაცული 11 ქართული ფილმი დაბრუნდა.
ლაპარაკია 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული შემდეგი ქართული ფილმების ასლებზე:
• „ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
• „
ქოლგა“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
• „
მუსიკოსები“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
• „
ფეოლა“ – რეჟისორი ბაადურ წულაძე;
• „
შერეკილები“ – რეჟისორი ელდარ შენგელაია;
• „
ფრთოსანი მღებავი - რეჟისორი ლეო ესაკია;
• „
ქაჯეთი - რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
• „
ვინ არის დამნაშავე“ – რეჟისორი ალ. წუწუნავა;
• „
ამოკი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
• “
სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
• “
ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროცესის პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ოთხი ფილმის ასლი – ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) გადაეცა.
სპეციალისტთა ვარაუდით, გოსფილმოფონდშიდაცული ქართული კინოარქივის საქართველოში სრულად დაბრუნების პროცესი 7 წლის შემდეგ დასრულდება.