აქტუალური
სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე ფეიზულ მანგოშვილი და სალაჰუდინ შიშანი დაიღუპა

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. 1978 წელს დაბადებული გიორგი კუშტანაშვილი სირიაში 2012 წელს წავიდა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. მას პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. სირიაში ყოფნის პერიოდში კუშტანაშვილმა პანკისიდან მეუღლეც წაიყვანა. გიორგი კუშტანაშვილი სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს" კავკასიის იმარატის" ხელმძღვანელი იყო.
გიორგი კუშტანაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილეა, ის მეგზურობდა 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში შესულ 17-კაციან შეიარაღებულ დაჯგუფებ. მათ წინააღმდეგ ძალოვანებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც დაიღუპა შსს- სპეცრაზმის ორი წევრი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი, ასევე აღმოჩენილი იქნა დაჯგუფების 11 წევრის ცხედრები. საქართველოს შსს- 11 დივერსანტიდან 7-ის იდენტიფიცირება მოახდინა. ორი მათგანი - საქართველოს მოქალაქე, ხუთი კი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი იყო. ბოევიკებს შორის იყო ჩეჩენი ტერორისტი ახმედ ჩატაევიც, რომლის ლიკვიდაცია 2017 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.
ბოლო პერიოდში სირიასა და ერაყში სულ საქართველოს 26 მკვიდრი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუუმარ აშშიშანი, რომელიც სირიის ჩრდილოეთით ისლამური სახელმწიფოს ძალებს სარდლობდა.