აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია! - თამარ ჩუგოშვილი

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია. ამის შესახებ ჩუგოშვილმა გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.