პოლიტიკა
პუტინმა ტრამპს მადლობა გადაუხადა და სთხოვა, მადლიერების სიტყვები გადაეცა ЦРУ-ს დირექტორისა და ამერიკის დაზვერვის თანამშრომლებისთვის

      საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისთვის ტერორისტებზე, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში შეტევას ამზადებდნენ. პუტინმა მადლიერება გამოხატა სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც კვირას რუსული მხარის ინიციატივით გაიმართა.
ЦРУ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცი დაეხმარა რუს სამართალდამცავებს, გასულიყვნენ იმ ტერორისტების კვალზე, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში ყაზანის ტაძარსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში აფეთქებებ ამზადებდნენ, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.
პუტინმა სთხოვა ტრამპს, მადლიერების სიტყვები გადაეცა ЦРУ-ს დირექტორისა და დაზვერვის თანამშრომლებისთვის. აგრეთვე, მან დაარწმუნა თანამოსაუბრე, რომ აშშ-ისთვის ტერორისტული საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში რუსეთი მაშინვე გადასცემს მას ამერიკელ კოლეგებს.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 15 დეკემბერს ФСБ-ში განაცხადეს აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შვიდი წევრის დაკავების შესახებ. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყაზანის ტაძარსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ტერაქტების მომზადებაში.