უცხოეთი
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტსა და მის რუს კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრეს. ინფორმაციას თეთრი სახლი და კრემლის პრესსამსახური ადასტურებენ.
ლიდერებმა დეტალურად განიხილეს არსებული ვითარება და ამ თემაზე კომუნიკაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
თეთრი სახლში ასევე განმარტეს, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანებით სპეციალური განცხადება გაკეთდება.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის მთავრობამ ჩრდილოეთ კორეასთან საუბრის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ფხენიანმა ბირთვული არსენალის გაზრდაზე უარი თქვას და ამ მიზნით, აშშ პირობების გარე სასაუბროდ მზადაა.
ჩრდილოეთ კორეაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვლადიმერ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მიესალმება აშშ-ის მიერ რეალობის აღქმას.

1tv.ge