უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ამერიკის ეკონომიკური წარმატების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ამერიკის ეკონომიკური წარმატების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრის დროს განხილულ თემებს ეხება.
ხუთშაბათს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მცირე დროის მიუხედავად, სახეზეა სერიოზული მიღწევები, რაც ამერიკული ეკონომიკის მიმართ ინვესტორთა ნდობაზეც მეტყველებს.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, სატელეფონო საუბარი საღამოს შედგა. ლიდერებმა ასევე განიხილეს ჩრდილოეთ კორეის საკითხი.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის ინიციატივით გაიმართა.

1tv.ge