საზოგადოება
საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ნატურალიზაციის გზით აშშ-ის მოქალაქეობა 2003 წლიდან საქართველოში დაბადებულმა 11 623 ადამიანმა მიიღო, მათ შორის 4 937 კაცი და 6 683 ქალია. შესაბამისი მონაცემები აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული, იუწყება 1tv.ge.
აღნიშნული მონაცემებით, ამერიკის მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობა 2009 წლის შემდეგ გაიზარდა.
თუ 2003-2008 წლებში პასპორტს წელიწადში საშუალოდ 500 მოქალაქე იღებდა, 2009-2016 წლებში ეს რიცხვი 1 076-მდე გაიზარდა.
სტატისტიკაშია მონაცემები შტატების მიხედვითაც – პირველ ადგილზე ნიუ-იორკია, სადაც მოქალაქეობა 3 752 ადამიანმა მიიღო. კალიფორნია კი მეორე ადგილზეა, სადაც 2003-2016 წლებში ამერიკული პასპორტი 2 363 მოქალაქემ აიღო.